დიმიტრი ტიმჩუკი:

დიმიტრი ტიმჩუკი: "ბოევიკები" ქალაქ დებალცევოზე შეტევისთვის ემზადებიან

უკრაინის ქალაქ დებალცევოზე "ბოევიკები" მორიგი შეტევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტიმჩუკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"დებალცევოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორისტები გადაჯგუფების პროცესში არიან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ძალების აღდგენას, რესურსების გადანაწილებას და ტაქტიკის შემუშავებას ცდილობენ", - წერს ტიმჩუკი.

ქალაქ დებალცევოში უკრაინის არმიაა გამაგრებული. სამხედროები ქალაქზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობენ.