ეუთო-ს ცნობით, ლუგანსკის ოლქში კასეტური ბომბები გამოიყენეს

ეუთო-ს ცნობით, ლუგანსკის ოლქში კასეტური ბომბები გამოიყენეს

ეუთო-ს ცნობით, ლუგანსკის ოლქში კასეტური ბომბები გამოიყენეს. როგორც "ბიბისი" ეუთო-ს მისიის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, მათ ქალაქ არტემოვსკში კასეტური ბომბების აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ეუთო-ს მისიის წარმომადგებლების განცხადებით, ბომბები ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ისროლეს, რასაც ერთი ადამიანი შეეწირა. ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, თუ რომელმა მხარემ გამოიყენა კასეტური ბომბები.