„ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და გამორიცხული არ არის სხვა პირთა ბრალეულობის საკითხიც გამოიკვეთოს“- აღნიშნული განცხადება ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ადვოკატმა არ გამორიცხა რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან კავშირში იყოს.
„ გამორიცხული არ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ამას გამოძიების დასრულებამდე დაზუსტებით ვერ ვიტყვით“- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.