თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე

თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.  4-5 თებერვალს ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს.

ბრიუსელში ვიზიტისას,  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

5 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი გახსნის. სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს მიმოიხილავს და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებს ყურაღებას. მინდია ჯანელიძე უცხოელ კოლეგებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გააცნობს. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების დეტალებზე. პარტნიორი ქვეყნები პაკეტის განხორციელებითვის საჭირო არსებულ რესურსებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ, ბრიტანელ, ლიტველ, პოლონელ, რუმინელ და ბელგიელ კოლეგებთან.