იორდანიაში ორი ერაყელი მებრძოლი სიკვდილით დასაჯეს

იორდანიაში ორი ერაყელი მებრძოლი სიკვდილით დასაჯეს

იორდანიაში ორი ერაყელი მებრძოლი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" იორდანელი მფრინავის ცოცხლად დაწვის ვიდეო გაავრცელეს. აღნიშნულის შესახებ "როიტერი" იტყობინება. 

იორდანიის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ერაყელი მებრძოლების სიკვდილით დასჯა მათი მხრიდან ისლამისტების ქმედებებზე ერთგვარი პასუხია. 

იორდანელი მფრინავის მკვლელობამდე "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა იაპონელი მძევალი მოკლეს. 

ოფიციალური ტოკიო ტერორიზმის საფრთხეების გაზრდის გამო, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.