დავით ნარმანია - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა

დავით ნარმანია - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში, მიმდინარე წლიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ახალი პროგრამა ამოქმედდა. 

როგორც დავით ნარმანიამ დღეს, მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია ასრულებს მოქალაქეებისათვის მიცემულ დანაპირებს, რომელიც ახალი ჯანდაცვითი პროგრამების ამოქმედებას ეხება. ნარმანიას თქმით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ლეიკემიითა და ონკოთემატური პაციენტებისათვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ითვალისწინებს. 

მერის თქმით, პირველი პაციენტი უკვე დაფინანსდა და 9 თებერვალს იგი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც მას ძვლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდება. ანალოგიური ოპერაციები, პროგრამის ფარგლებში, ჯამში ყველაზე მწვავე 20 ბენეფიციარს დაუფინანსდება.