ეუთო-ს ხელმძღვანელი ქალაქ დებალცევოში 3 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

ეუთო-ს ხელმძღვანელი ქალაქ დებალცევოში 3 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

ეუთო-ს ხელმძღვანელი, ივიცა დაჩიჩი უკრაინის ქალაქ დებალცევოში სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტი" ეუთო-ს პრესცენტრზე დაყრდნობით იტყობინება. 
როგორც ორგანზიაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ბრძოლის შეწყვეტა აუცილებელია იმისათვის, რომ მოსახლეობას ქალაქის მშვიდად დატოვების შესაძლებლობა მიეცეს. 

ივიცა დაჩიჩის თქმით, საჭიროა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებების განახლებაც. 

"ბრძოლის დროებით შეწყვეტა ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ აღდგეს დიალოგი და მხარეებმა ცეცხლის ხანგრძლივი დროით შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ. მნიშვნელოვანია შესრულდეს მინსკის პროტოკოლისა და მემორანდუმის პირობები", - განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.