უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობაზე განაცხადი უკვე 50-ზე მეტმა კანდიდატმა შეიტანა

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობაზე განაცხადი უკვე 50-ზე მეტმა კანდიდატმა შეიტანა

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი უკვე 50-ზე მეტმა კანდიდატმა შეიტანა. ამის შესახებ უკრაინულ "მეხუთე არხთან" ინტერვიუში რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანნა გოპკომ განაცხადა. 

"კონკურსანტებთან გასაუბრებას პირდაპირი ეთერით გადავცემთ, ვინაიდან საზოგადოების ინტერესი ამ პოსტზე შერჩეული კანდიდატის მიმართ დიდია", - განაცხადა გოპკომ. 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსანტების განაცხადების მიღება 10 თებერვალს დასრულდება. მათ შორის შესაძლოა იყოს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უკრაინულ მედიასთან საუბრისას კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი არაერთხელ განაცხადა, რომ ის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად უცხოელ, გამოცდილ ადამიანს ხედავს.