ნონეშვილის ქუჩაზე

ნონეშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს

თბილისში, ნონეშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკის" 
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. სერვისცენტრის დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია.

ჯერ ცნობილი არ არის, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა თანხის წაღება.