სოფელ ჯუგაანში

სოფელ ჯუგაანში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი გატეხეს

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი გატეხეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა შენობიდან სეიფი გაიტაცეს, რომელშიც 3000 ლარი ინახებოდა. 
ცენტრის თანამშრომლების თქმით, ობიექტს დაცვის სასახური არ ყავს და მძარცველმა შესვლა კარიდან მოახერხა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. კახეთში "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრის ძარცვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მანამდე მსგავსი ფაქტი ანაგასა და ბადიაურში დაფიქსირდა.