გიორგი ვაშაძე - თელაველი ეკა დაასვით მთელ პოლიციას თავზე

გიორგი ვაშაძე - თელაველი ეკა დაასვით მთელ პოლიციას თავზე

თელაველი ეკა დაასვით მთელ პოლიციას თავზე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში.

ბესელია დაინტერესდა, რაფალიანცის საქმე რატომ არ გამოიძია წინა ხელისუფლებამ 40 დღის განმავლობაში, როდესაც არჩევნების შემდეგ ისინი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ. 

"თქვენ 2,5 წელიწადში ვერ გამოიძიეთ და ამბობთ ორ კვირაში რატომ ვერ გახსნეს საქმეო?! როცა პოლიციის ღირსებაზე ვსაუბრობთ, ბოლოდროინდელ კადრებზე დაფიქრდით. თელაველი ეკა დაასვით მთელ პოლიციას თავზე, ქალბატონო ეკა და სამსახურიდან გაუშვით პოლიციელი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლკოვნიკი დააკავა", - მიმართა ვაშაძემ ბესელიას.

ეკა ბესელიამ, თავის მხრივ, აღნიშნა რომ ამ ფაქტს არავინ ამართლებს და "არც თელაველი ეკა უნდა იყოს პოლიციელის დღის წესრიგის განმკარგავი, არც მერაბიშვილის მეუღლე ან ვინმე სხვა".