რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის გარშემო სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გართულების გამო, სტრატეგიულ მიმართულებებზე ჯარებს გააძლიერებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, დეკემბრის ბოლოს დამტკიცებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში უკვე შევიდა კორექტივები.
სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ არ დაუშვას რუსეთზე სამხედრო უპირატესობა.
"ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ხდება სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში გარე ჩარევა, იზრდება საინფორმაციო დაპირისპირება. ვითარებაზე ზეწოლას აქტიურად ახდენენ მედია საშუალებები და ინტერნეტი. ამიტომ აუცილებლად გვესაჭიროება შეიარაღებული ძალების პერსპექტიული ფორმებისა და საშუალებების გამოყენება, ასევე დამატებითი ზომების მიღება ჯარების მაღალტექნოლოგიური შეიარაღებისა და ტექნიკით აღჭურვისთვის", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.