კიევში კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდნენ

კიევში კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდნენ

შეხვედრამ კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში ჩაიარა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ 2015 წლის ივნისში ქალაქ ბათუმში გაიმართება ორი ქვეყნის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საქართველო–უკრაინის ეკონომიკური კავშირების წახალისების კონკრეტული მიმართულებები.

საქართველოს ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კომისიის სხდომაზე იქნება დასახული კონკრეტული გეგმები, თუ როგორ მოხდება საქართველო–უკრაინას შორის უმნიშვნელოვანესი სტარტეგიული ურთიერთობათა წახალისება.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს გამოცდილებაზე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხზე და დადებითად შეფასდა ის ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით იქნა გადადგმული.