საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩებთან სამუშაო სადილს დაესწრო, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად ლატვიის არჩევას მიეძღვნა.
პრემიერს და საქართველოს მთავრობის წევრებს ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ლატვიის ელჩმა, ელიტა გაველემ უმასპინძლეს.
ლატვია ევროკავშირის საბჭოს 6 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.