მედიაში გავრცელებულ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა მოკლე კომენტარი გავაკეთო. ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არასწორ ინტერპრეტაციასთან.
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას გამიჯნული გვაქვს რუსეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა.
შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ ნაწილში ურთიერთობები გრძელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, გლეხებისთვის.
ვფიქრობ, საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით განმარტებებს თავად გააკეთებს.