„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, პროკურატურის საქმიანობა ვერც შიგნით და ვერც გარეთ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
პეტრიაშვილი ხელისუფლებას უუნარო და უმეცარი პროკურორების თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ამას რეფორმების დალოდება არ სჭირდება. ამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა დაწერონ განცხადება და დატოვონ თანამდებობები. გაჭიანურდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება, როგორიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაა და ასევე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თემები. აშკარა პოლიტიკურ დაკვეთაში ძალიან სწრაფად იმოქმედეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არაეფექტიანად. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მძევლებად აიყვანა, მაგრამ მათი ეს ცდაც კი წარუმატებელი გამოდგა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.