ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს

ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ იმ ზღვარს მიაღწია, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები ფასების ზრდაში გადაიზარდოს.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, რისთვისაც მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

„ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი და იმ მოცულობით და დოზით, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ მთავრობასთან ინტენსიური მოლაპარაკება და განხილვა გვქონდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მომდევნო თვეებში დაბალანსებული, უკეთეს შემთხვევაში კი პროფიციკური იქნება“, - განაცხადა ქადაგიძემ.