უკრაინა რუსული ინტერნეტ-დომენის ბლოკირებას გეგმავს

უკრაინა რუსული ინტერნეტ-დომენის ბლოკირებას გეგმავს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ რუსული ინტერნეტ-დომენი ru. მისი თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურს აქვს აღნიშნული ინტერნეტ-დომენის ვებგვერდების კონტროლის შესაძლებლობა. 

"მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავეთ რუსული ინტერნეტ-დომენის რესურსების გამოყენებისგან, ვინაიდან ამგვარად ჩვენს მტრებს მუშაობას გავუმარტივებთ", – განაცხადა ტურჩინოვმა "მეხუთე არხთან" საუბრისას. 

მისივე თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭომ ქვეყნის მთავრობას უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი რუსული ინტერნეტ-დომენის ბლოკირებასთან დაკავშირებით.