"მწვანე მუშტი" საპროტესტო აქციას მართავს

"თბილისი მარიოტთან" სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "თბილისი მარიოტში" კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების ღონისძიება იმართება და აქციაც ამ ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობს.

ახალგაზრდებს უჭირავთ ტრანსპარანტები – "დაიცავი საყდრისი" და "ნგრევის პოლიტიკა".

აქციაზე ოცამდე ახალგაზრდა იმყოფება.