არაპროგნოზირებადი პოლიტიკური სიტუაციის გამო,

არაპროგნოზირებადი პოლიტიკური სიტუაციის გამო, "თელიასონერა" საქართველოდან გასვლას არ გამორიცხავს

2014 წელს "თელიასონერას" გაყიდვები საქართველოში შემცირდა. როგორც კომპანიის 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი, 2013 წელთან შედარებით წმინდა გაყიდვები 4,5 % ით არის შემცირებული.

ირკვევა, რომ კომპანიის მომსახურების გადასახადებიც 8,9 პროცენტით შეუმცირდა. ამასთან, 2014 წლის განმავლობაში აბონენტთა რაოდენობა 285 ათასით არის გაზრდილი.

მენეჯმენტის განმარტებითვე, ევრაზიაში მომგებიანობა მცირედით შემცირდა,  რადგანაც  გაიზარდა გაურკვევლობა ეკონომიკაში  "თელიასონერას"  საკვანძო ბაზრებში ყახაზეთსა და აზერბაიჯნაში.

"თელიასონერას"  2015 წელს ამბიციური გეგმები აქვს  იმისათვის, რომ  გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს. კომპანია რუსეთში შექმნილი მდგომარეობის შესაძლო გავლენებზეც წერს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა, ასევე  საერთაშორისო კონფიქლტებმა იმ ქვეყნებში სადაც თელიასონერაა წარმოდგენილი შესაძლოა კომპანიის შემოსავლებზე იქონიოს გავლენა.

რაც შეეხება განვითარებად ბაზრებს, კომპანია წერს, რომ  ინვესტირება მოახდინა სატელეკომუნიკაციო სფეროში ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, საქართველოში, მოლდოვაში, ნეპალში, რუსეთსა და თურქეთში.  

ისტორიულად კი პოლიტიკური, სამართლებრივი, მარეგულირებელი სისტემები ამ ქვეყნებში ნაკლებად პროგნოზირებადია ვიდრე ისეთ ქვეყნებში სადაც ინსტიტუტები მეტად ჩამოყალიბებულია.

სამომავლოდ კი პოლიტიკური სიტუაცია თითეულ ამ ქვეყანაში შესაძლოა, არაპრგნოზირებადი დარჩეს, ბაზრები სადაც კომპანია ოპერირებს არასტაბილური გახდეს იმ დონემდეც კი რომ "თელიასონერამ" ბაზარი დატოვოს ან საქმიანობა შეზღუდოს.

"ჯეოსელის" კომერციული დირექტორი ვანო მაჭავარიანი "თელიასონერას" ბაზრიდან გასვლას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მოხდა არასწორი თარგმანი ჟურნალისტების მიერ, "თელიასონერამ საკუთარ ანგარიშებში მოახდინა ბუღალტრული კორექტირება საქართველოში, ტაჯიკეთსა და მოლდოვაში.

შესაბამისად, მაჭავარიანის თქმით, "ჯეოსელი" ინვესტიციებს კი არ ამცირებს, არამედ მისი თქმით, უფრო აგრესიული ინვესტირება მოხდება.