ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 30 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 2.05 ლარად იქნება შესაძლებელი. 

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 28 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.03 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0265 ლარი შეადგინა.