უკრაინა სხვადასხვა ქვეყნებთან ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს

უკრაინა სხვადასხვა ქვეყნებთან ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ორდინოვიჩმა განაცხადა. ამასთან დაკავშირებით ის უცხოეთის სამხედრო ატაშეებთან შეხვედრებს მართავს.

"მიმდინარეობს სამუშაოები ჩვენი ძალების გასაძლიერებლად ლეტალური იარაღის მოწოდების შესაძლებლობებზე", - აღნიშნა ორდინოვიჩმა. მისივე თქმით, წარმატებით ჩატარდა სამუშაოები სხვადასხვა ქვეყანასთან უკრაინის არმიისთვის ასეთი სახის იარაღისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიღებასთან დაკავშირებით.