რუსეთში გამოკითხულთა 69 პროცენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებას არასტაბილურად მიიჩნევს

რუსეთში გამოკითხულთა 69 პროცენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებას არასტაბილურად მიიჩნევს

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ რუსეთის მოქალაქეთა რეიტინგს აქვეყნებს.

გამოკითხვის თანახმად, რუსების 69 % მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვითარება საკმაოდ არასტაბილურია და მოვლენები, შესაძლოა, ყველანაირად განვითარდეს. 25 % მიიჩნევს, რომ მდგრადი ვითარებაა. 42 %-ის განცხადებით, ხშირად, ვერ იგებენ, რა ხდება ქვეყანაში და თავს უხერხულად გრძნობენ.

ამის მიუხედავად, ცენტრის გამოკითხვით, რესპონდენტების 57 % მომავალს იმედიანად უყურებს.

გამოკითხვა 2015 წლის 10-11 იანვარს ჩატარდა, რომლის დროსაც რუსეთის მასშტაბით 1600 ადამიანი გამოიკითხა.