საია,

საია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "სამართლიანი არჩევნები" აშშ-ის საელჩოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის საქმიანობის შესწავლას ეხება.

როგორც ნორლანდმა სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის, იგი ყოველთვის გულახდილად საუბრობს და იწვევს საზოგადოების ინტერესსა და დისკუსიას.

"მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც გახლავთ აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს კი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროცესისათვის. ამ შემთხვევაში მედია და არასამთავრობო სექტორი კრიტიკულ როლს თამაშობენ ამავე პროცესში. ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები - საია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "სამართლიანი არჩევნებისათვის" მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა. ელჩმა აღნიშნა, რომ მასალებს, რომელიც ამ ინტერვიუს უკავშირდება, დღეს ეცნობოდა.