დონეცკის ოლქის ქალაქ უგლეგორსკში "ბოევიკების" ტანკები შეიჭრნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქში ამ დროისთვის "ბოევიკებსა" და უკრაინელ სამხედროებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
"ქალაქში "ბოევიკების" ტანკები და ქვეითი ძალა შევიდა. ამ წუთებში მიმდინარეობს ბრძოლა. "ბოევიკებმა" უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე მიიტანეს შეტევა", - ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის აეროპორტიდან 1,5 კილომეტრით დაიხიეს.