ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ტრენინგისა და შეფასების ცენტრი ექსპლუატაციაში წლის ბოლოსთვის უნდა შევიდეს.
მისივე თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის იმის საფუძველს, ცენტრში ტრენინგები საქართველოს მოკავშირეებისთვის და ალიანსის პარტნიორი ქვეყნებისთვისაც გაიმართოს.
„გასული წლის სამიტის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ძალზე მნიშვნელოვანი საქართველო-ნატოს პაკეტის გაძლიერება, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ამყარებს, აღნიშნული პაკეტი მოამზადებს საქართველოს ალიანსის წევრობისთვის. პაკეტის ნაწილის თვალსაზრისით ტრენინგისა და შეფასებისა ცენტრის დაარსება მოხდება. ხვალ მექნება ვიზიტი ერთ-ერთ ადგილას, სადაც შესაძლებელია ეს ცენტრი გაიხსნას. საქართველო და ჩვენ ერთგულები ვართ იმ იდეისა, რომ ცენტრმა უნდა დაიწყოს მოქმედება წლის ბოლოსთვის, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას გააუმჯობესოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორი და ის ალიანსის სხვა წევრებისთვის და საქართველოს მოკავშირეებისთვისაც იქნება გახსნილი. რადგანაც, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და მისი შეიარაღებული ძალების მომზადების მაღალი დონე ერთად ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს, რომ პარტნიორებისა და მოკავშირეების ფართო ჯგუფთან მოხდეს ტრენინგის ჩატარება და თავსებადობის ამაღლება“,-განაცხადა ვერშბოუმ