ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვარშბოუმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვერშბოუს შეფასებით, საქართველო ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია და მის მისწრაფებას ალიანსი მნიშვნელოვნად აფასებს.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, საქარტველოში გატარებულ რეფორმებსაც აფასებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
„საქართველო ჭეშმარიტად განსაკუთრებული პარტნიორი გახლავთ ალიანსის, თქვენი მისწრაფება ალიანსში წევრობისა, დემონსტრირება, რომ საქართველო შეიძლება გახდეს უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა ნათლად ჩანს თქვენი ჯარების მისიებში მონაწილეობით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ახორციელებს ძალიან მნიშვენლოვან დემოკრატიულ რეფორმებს. რეფორმებში არამხოლოდ თავდაცვის სფერო იგულისხმება, აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა, მმართველობის გაუმჯობესება ყველა დონეზე. მინდა მოვუწოდო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს გააგრძელონ ამ გზით სვლა, ასევე, მოვუწოდებ, ყველა პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს ითანამშრომლონ ერთმანეთთან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ საქართველოს დავეხმარებით მიზნის მიღწევაში“,- განაცხადა ვერშბოუმ
ნატო-ს გენერალური მდივანის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.