ირაკლი ღარიბაშვილმა და ალექსანდრე ვერშბოუმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალექსანდრე ვერშბოუმ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმაზე იმსჯელეს და პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელების პერსპექტივები დასახეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ასევე საქართველოში ვიზიტისთვის, რაც უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.