უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის ქმედებამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შოკში ჩააგდო. როგორც უკრაინული მედია წერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება არ აღუდგინეს, მათ კაბინეტების დატოვებისას ყველაფერი წაიღეს, მათ შორის ელექტრონული ნათურები, საპირფარეშოდან საპონი და ტაულეტის ქაღალდებიც კი.
"რუსეთის დელეგაციის წევრებმა კაბინეტები სკანდალით დატოვეს. კარები ხმაურიანად გაიჯახუნეს. თუმცა აქამდე, კაბინეტებიდან ყველაფერი გაიტანეს, მათ შორის საკანცელარიო ნივთები: კალმები, ფანქრები, თაბახის ფურცლები და ა.შ. ზოგან ნათურებიც მოხსნეს. ასევე თან გაიყოლეს საპირფარეშოებიდან საპნები და ტუალეტის ქაღალდებიც კი", - წერს უკრაინის სახელმწიფო ეკოინსპექციის პრესმდივანი, იგორ ტიხოლაზი უკრაინელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით.