„ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხეს საბოლოოდ საკუთარ თავს შეუქმნის

„ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხეს საბოლოოდ საკუთარ თავს შეუქმნის"

ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომაზე პრემიერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის შეფასებით, ყოფილი მმართველი გუნდი ცდილობს ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არამარტო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მუშაობს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ იმ 9 წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, საკუთარი მოსახლეობის დატერორება იყო, რაც ხშირად სხვათაშორის ტერორისტულ აქტებში გამოიხატებოდა. მაგალითად, „იმედში“ შეჭრას მე სხვას ვერაფერს დავარქმევდი. ასეთი ასეულობით ფაქტის დასახელება შემიძლია, მათ შორის როდესაც 2006 წლის იანვარში უდანაშაულო ბიჭები სამგორში ჩაცხრილეს. იგივე შემიძლია ვთქვა ზურა ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მკვლელობაზე. ახლა საშიში არაფერია, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ საფრთხეს საკუთარ თავს შეუქმნის“, - განაცხადა სუბარმა.