თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, საქართველო უკრაინას იმ ფორმით უნდა დაეხმაროს, რომელიც ქვეყანას არ დააზარალებს.
ჯანელიძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას ეთანხმება.
„გუშინ ბატონი ბიძინასგან მივისმინეთ, რომ ჩვენ უკრაინისადმი რა თქმა უნდა, სოლიდარულები უნდა ვიყოთ. მას უნდა დავეხმაროთ, მაგრამ უნდა შევარჩიოთ ისეთი ფორმები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ დააზარალებს. ამასთან ერთად, უნდა დავეხმაროთ ისეთი ფორმებით, რისი შესაძლებლობაც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია“, - განაცხადა ჯანელიძემ.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ვიზიტს, ჯანელიძემ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას.