ვისურვებდი, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში უფრო პროდუქტიულად ვოპონირებდეთ

ვისურვებდი, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში უფრო პროდუქტიულად ვოპონირებდეთ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ვიდეო-მასალა სხვა მასალისაგან განსხვავებით, თავად ქმნის შთაბეჭდილებას საკუთარ თავზე.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს უსუფაშვილი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, ვიდეო მასალების შექმნა, მოპოვება, მონტაჟი, გავრცელება, მოდაშია.

"ვიდეო მასალა სხვა მასალისგან განსხვავებით, თავად ქმნის შთაბეჭდილებას საკუთარ თავზე. ასე, რომ მნახველმა თავად განსაჯოს, რასთან გვაქვს საქმე. თანამედროვე ვითარებაში ტყუილი და მართალი აღარ იმალება. ვინც სიცრუეს ტირაჟირებას უკეთებს, ის მალე იქნება მხილებული. თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაანალიზოთ, დავფიქრდეთ, რა ხდება და ასე გავაკეთოთ დასკვნები. არ ვარ ექსპერტი ვიდეო ინჟინერიაში, რომ ამის თაობაზე რაიმე მოგახსენოთ. ვისურვებდი, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში უფრო პროდუქტიულად ვოპონირებდეთ ერთმანეთთან. ანუ ჩვენი ოპონირება ხელს უწყობდეს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და არა გაუთავებელ მითქმა-მოთქმას იქეთ-აქეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რამდენიმე ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც მოქალაქეები პატრულის თანამშრომლებს არაკორექტულად მიმართავდნენ