„რუსეთის მიერ აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება“

„რუსეთის მიერ აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება“

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების გაგრძელების საკითხს გამოეხმაურა.

ჯანელიძის შეფასებით, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას არამარტო უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც აგრძელებს.

„რუსეთის მიერ აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება. თქვენ იცით, რომ ე.წ. ხელშეკრულება დაიდო ოკუპირებულ აფხაზეთთან. ანალოგიური შეთანხმების გაფორმება იგეგმება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთანაც. რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ჯანელიძემ.