„თბილისს მოსკოვის მიმართ ყველაზე მაღალი ფორმის სანქცია აქვს დაწესებული" -ამ განცხადებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე აკეთებს. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტაზე მაღალი ფორმის სანქცია აღარ არესებობს.
„საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებიც კი არ აქვს რუსეთთან - დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ამაზე მაღალი ფორმა სანქციების აღარ არსებობს. ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე ურთიერთობა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროში. ასე რომ, საქართველო, შეიძლება ითქვას, ამ თვალსაზრისით ყველანაირად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა უწესებენ რუსეთს. ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მათთან და გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას, რაც, ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური და პრაგმატულია", - განაცხადა აბაშიძემ.