პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" რეორგანიზაცია მიმდინარეობს. პარტიის აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესში მოხდება საკადრო ცვლილებებიც.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგი სურათი მივიღოთ ადგილობრივ ორგანიზაციებში და მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რომელიც არის. ვართ რეორგანიზაციის პროცესში. ვაძლიერებთ ცენტრალურ რგოლს და რაიონულ ორგანიზაციებს. ვაყალიბებთ პარტიის ხედვას, იდეოლოგიას. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რასაც მოიცავს ჩვენი პარტიის გეგმები", - განაცახდა კობახიძემ.