„საჯარო და კერძო სექტორის სწორი პარტნიორობის მოდელებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“

„საჯარო და კერძო სექტორის სწორი პარტნიორობის მოდელებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ამით შესაძლებელია საგარეო უარყოფითი ეფექტების დაბალანსება.

„ამ პირობებში, როდესაც გვაქვს საგარეო კუთხით არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მართლაც მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია. ფისკალური სტიმულირებით და სწორი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელებით, ვფიქრობ, შეგვიძლია ის საგარეო უარყოფითი ეფექტები დავაბალანსოთ, რომელიც ამ ეტაპზე სახეზე გვაქვს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.