"საჭიროა, ევროპარლამენტის მიერ იმის აღქმა, თუ რა ხდება რეალურად, აღმოლსავლეთ უკრაინაში"

ევროსაბჭოში კენჭისყრის დასრულებისა და რეზოლუციის მიღების შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა კამათი ორგანიზაციის დერეფნებში განაგრძეს.

რუსეთის დელეგაცის წევრი ალექსეი პუშკოვი კენჭისყრის შედეგებზე საუბრისას აცხადებს, რომ ბოლმდე დატოვებს საპარლამენტო ასამბლეას და უტოვებს შანსს ორგანიზაციას, რუსეთის გარეშე იმსჯელოს უკრაინის საკითხზე.

"საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევისა და უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ საკითხს. ჩვენ ვაცნობეთ საპარლამენტო ხელმძღვანელობას, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ძირითადი უფლებამოსილება ჩამოერთმევა, რუსეთის დელეგაცია შეწყვეტს მონაწილეობას ასამბლეაში სულ მცირე, 2015 წლის ბოლომდე", - განაცხადა პუშკოვმა.   

მისივე თქმით, 2015 წლის საწევრო რუსეთს წინასწარ გადახდილი აქვს და შესაბამისად, რუსეთი ორგანიზაციის წევრად რჩება. 

 რუსეთის დელეგაციის წევრი ლეონიდ სლუცკის თქმით, შექმნილი ვითარება არაფერს ცვლის.

"დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო ასამბლეის წევრ საღად მოაზროვნე კოლეგებთან კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა. საჭიროა, ევროპარლამენტის მიერ იმის აღქმა, თუ რა ხდება რეალურად, აღმოლსავლეთ უკრაინაში",-განაცხადა სლუცკიმ. 

თავიხ მხრივ, უკრაინის დელეგაციის წევრმა სერგეი სობოლევმა რუს კოლეგაც ყვითელი ბარათის მიღება მიულოცა.

"ბატონო სლუცკი, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ - ეს შესანიშნავი ყვითელი ბარათია. ვიმედოვნებ, რომ წითელ ბარათს გაზაფხულზე მიიღებთ. იმედი მაქვს, სწორ დასკვნებს გააკეთებთ და ამ დასკვნების შედეგად შესაძლოა, უკრაინელებს სიცოცხლე შეუნარჩუნოთ, ასევე რუსებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან",-განაცხადა სობოლევმა.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ რუსეთის სანქციები ძალაში დატოვა და აპრილამდე ხმის უფლებაც ჩამოართვა.

საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა გადაწყვეტილება 160 მომხრე 42 წინააღმდეგ მიიღეს.