„მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა სამართლიანობის აღდგენის ამოცანას ეფექტურად შეასრულებს“

„მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა სამართლიანობის აღდგენის ამოცანას ეფექტურად შეასრულებს“

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ამ საკითხზე ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ფართო საკითხების ნაკრებია. ის მოიცავს როგორც ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, ასევე, თუკი ასეთი შემთხვევები იყო, პასუხისგებაში მიცემას. ეს კომპლექსური საკითხია და მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ამ ამოცანას ეფექტურად შეასრულებს“, - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დადებით შეფასებას მთავრობის საქმიანობიასთან დაკავშირებით, სერგეენკომ განაცხადა, რომ არავის საქმიანობა იდეალური არაა და გამოწვევები ყოველთვის არსებობს.

„არცერთი ადამიანის, ორგანიზაციის და მთავრობის საქმიანობა იდეალური არაა და გამოწვევები ყოველთვის არსებობს, თუმცა ამოცანა ამ გამოწვევის ამოცნობა და მათი მართვაა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

სერგეენკო ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმ ფილმის შესახებ, რომლის გადაღებასაც ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ გეგმავს.