ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების წინააღმდეგია. ამის შესახებ შულცმა ავსტრიულ სააგენტო APA-ს განუცხადა. "ამ მომენტისთვის სანქციები საკმაოდ ეფექტურია. ახალი სანქციების შემოღების აუცილებლობა არ არის. მეეჭვება, რომ დამატებითი სანქციებით შესაძლებელია კრიზისის დასრულება", - განაცხადა მარტინ შულცმა და დასძინა, რომ კონფლიქტის გადასაწყვეტად ევროკავშირმა მოთმინებით უნდა აწარმოოს დიალოგი მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთს უნდა დაანახოს, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება და არა სამხედრო კონფრონტაციით.