ფართომასშტაბიანი ოპერაცია ერთდროულად ექვს რეგიონში, ემილია-რომანიში, ლომბარდიაში, პიუმონტეში, ვენეტოში, კალაბრიასა და სიციალიაში ჩატარდა.
კარაბინიერების მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაჯგუფება "ნდრანგეტის" ლიდერები, მათ შორის ნიკოლო არაკრის ორი ძმა დააკავეს. ასევე დაკავებულია სილვიო ბერლუსკონის პარტიის წევრი ჯუზეპე პალიანი და ფეხბურთელ ვინჩენცო იაკინტას მამა ჯუზეპე იაკინტა.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებულმა სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ აღნიშნული დაჯგუფების უფროსები დიდი ხანია, მშობლიური კალაბრიის ფარგლებს გარეთ მოქმედებენ და ძირითადად ფულის გათეთრებით, რეკეტითა და ფინანსური მაქინაციებით არიან დაკავებულები.