"ალასანიასაც ვეუბნებოდი, რომ ზედმეტი ნდობა რაც გამაჩნია, სჯობს, ისევ საზოგადოებას გადავუნაწილო"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც ის თანამდებობას ტოვებდა, თანაგუნდელებს ამის მიზეზი არაერთხელ განუმარტა.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მთავრობა და ხელისუფლება მთლიანად საზოგადოების ნაწილია და როდესაც პრემიერობაზე მიკიჟინებდნენ, რომ უნდა დავრჩე და ყველაზე მეტად უსუფაშვილი ცდილობდა ამას, მას რამდენჯერმე ავუხსენი, რომ ზედმეტი ნდობა რაც გამაჩნია საზოგადოებისგან, სჯობს, მთლიანად საზოგადოებას გადავუნაწილო და არამხოლოდ მის ერთ ნაწილს. ამ განხილვებში მარგველაშვილიც მონაწილეობდა და ალასანიასთანაც ხშირად გამიკეთებია მსგავსი განმარტებები", - განაცხადა ექსპერმიერმა "იმედისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელის სრულ ვერსიაც ეთერში 20:00 საათიანი ქრონიკის დასრულების შემდეგ გავა.