ვიქტორია ნულანდი:    თუ აგრესიის შეკავება ვერ მოხდება, ნატო-ს წევრები საფრთხისთვის მზად უნდა იყვნენ

ვიქტორია ნულანდი: თუ აგრესიის შეკავება ვერ მოხდება, ნატო-ს წევრები საფრთხისთვის მზად უნდა იყვნენ

თუ აგრესიის შეკავება ვერ მოხდება, ნატო-ს წევრები საფრთხისთვის მზად უნდა იყვნენ, - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა ვაშინგტონში, ბრუკინგის ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა შევასრულოთ ერთმანეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. ალიანსის ყველა წევრმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ჩამოყალიბებაში, რაც კონფლიქტის ზონებში აგრესიაზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას მოგვცემს. ნატო, მართალია, თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომლის ამოცანა აგრესიის შეკავებაა, მაგრამ თუ ეს არ მოხერხდება, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ნულანდმა.

უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების კონტექსტში ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ "უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის – ჩვენი ბრძოლაცაა".