ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში გურიის პოლიციის უფროსიც მონაწილეობდა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში გურიის პოლიციის უფროსიც მონაწილეობდა

"გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმში "პარალელური რეპორტაჟი კორტებიდან -კრიმინალები თუ შვილები" ამჯამინდელი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე ჩანს.

მდინარაზე სპეცოპერაციის ადგილზეც არის დაფიქსირებული და შემდეგ კი ის სპეცოპერაციას გადარჩენილი ბუბა ფუთურიძის პალატას იცავს. გიორგი მდინარაძეს ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ, მის პირად "ფესიბუქის" გვერდზე კი ის ირაკლი ღარიბაშვილთან, ზვიად ზვიადაურთან, გოგა ხაინდრავასთან და ირაკლი ფირცხალავასთან გადაღებულ ფოტოებში არის აღბეჭდილი.