გადამზიდავი კომპანიები შესაძლოა ბაზრიდან გავიდნენ

გადამზიდავი კომპანიები შესაძლოა ბაზრიდან გავიდნენ

გადამზიდავ კომპანიებს ბაზრიდან გაქრობის  საშიშროება ემუქრებათ. შპს ,,ჯორჯიან ტრანსესპედიციის“ ხელმძღვანელი დავით დავითიძე აცხადებს, რომ ბიზნესში არსებული მდგომარეობა ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად დარგს.

როგორც „კომერსანტს“ დავითიძემ განუცახდა, როდესაც კონკურენციაა შეზღუდული, დაბალია ხარისხი და მაღალია ტარიფი. ეს კი განვითარებას უშლის ხელს.  მისი თქმით, ბაზრიდნ გასვლა თავისი ნებით არავის არ უნდა, თუმცა თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, 2 მონოპოლისტი კომპანიის გარდა ბაზარზე აღარავინ დარჩება.

დავითიძე აცხადებს, კომპანიას ორი სახის პრობლემა აქვს.  პირველი პრობლემა ეხება ფოთის ტერმინალში მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების მიღება–დამუშავებას. საუბარია , ICP  ტერმინალზე, რომელიც კერძოა და რომელიც ფოთის პორტის მიერ არის დაფუძნებული.

მეორე პრობლემაა  ასევე მეორე მონოპოლისტი, შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი“, რომელიც  მონოპოლისტად 2011–2012 წელს ჩამოყალიბდა. დავითიძე აცხადებს, რომ კომპანიამ  ასევე შეითავსა ექსპედიტორის ფუნქციები.  მას დომინირებული მდგომარეობა  აქვს.  მისი თქმით, კომპანია განვითარებას   ფასების მანიპულირებით ცდილობს.  კერძოდ, დავითის ინფორმაციით, შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი“  მომსახურების ფასი არის შპს,,ჯორჯიან ტრანს ესპედიციის“   მომსახურების თვითღირებულებაზე ნაკლები.


მისი განცხადებით, მონოპოლისტი კომპანია სატერმინალო მოგების გადანაწილებით და საექსპედიტორი ხარჯების არ დამატებით აწესებს მცირე ფასს.

დავითიძე აცხადებს, რომ კომპანიამ  პრობლემების მოგვარების  მოგვარების იმედით  კონკურენციის სააგენტოს მიმართეს. მისი თქმით, ეს მათთვის ბოლო იმედია.  მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს საქმის მოკვლევის ვადათ 3–9 თვე აქვს განსაზღვრული.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, უწყებაში აცხადებენ, რომ სსიპ კონკურენციისსააგენტო განიხილა და გასული წლის 24 დეკემბრიდან დასაშვებად ცნო - შპს ,,ჯორჯიანტრანს ესპედიციის“ 2014 წლის 25 ნოემბრის საჩივარი.

სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე  გასული წლის 24 დეკემბრიდანდაიწყო საქმის მოკვლევა შპს ,,ტრანს კავკასუს ტერმინალსი“- მიერ ,,კონკურენციისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტადგამოყენებამოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე.