Freedom House-ის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიგში მოხვდა

Freedom House-ის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა რიგში მოხვდა

ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს 89 ქვეყანაა თავისუფალი, 55 - ნაწილობრივ თავისუფალი და 51 - არათავისუფალი.

ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა სიაში ასევე არიან უკრაინა, თურქეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ნეპალი, ინდეოთი, კოლუმბია, ნიკარაგუა.

რაც შეეხება თავისუფალ ქვეყნებს, ორგანიზაციამ ამ სიაში აშშ, კანადა, ბრაზიალია, ავსტრალია, არგენტინა, ნამიბია, ახალი ზელანდია; ასევე შვედეთი, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი შეიყვანა.  

არა თავისუფალ ქვეყნებად ორგანიზაციამ რუსეთი, ირანი, ავღანეთი, ერაყი, იემენი, ეგვიპტე, ეთიოპია, კონგო, ზიმბაბვე, ანგოლა, ზამბია მავრიტანია და ლიბია  შეაფასა. 

თავისუფლების ხარისხი ყველაზე უარეს, სავალალო მდგომარეობაში კი ორგანიზაციის შეფასებით, ბელორუსში, ჩინეთში, საუდის არაბეთში, სამხრეთ სუდანში, ჩადიში, საუდის არაბეთში, სომალისა და სამხრეთ კორეაშია. 

Freedom House-ის შკალით, ყველაზე თავისუფლად ითვლება ქვეყანა, რომელიც 1 ქულით ფასდება, ყველაზე არათავისუფლად კი - 7 ქულად.

ზოგადად კი, ვითარების გაუარესებაში მნიშვნელოვან ფაქტორებად ტერორიზმი და უკრაინაში რუსეთის შეჭრა სახელდება.