"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" ჰაკერული შეტევის გამო გაითიშა

სოციალური ქსელები - "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" ჰაკერული შეტევის გამო გაითიშა. ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილის" ინფორმაციით, კიბერშეტევაზე თავდასხმა ონლაინ დაჯგუფება Lizard Squad-მა აიღო.

ამასთან ერთად, მიუხედავად Lizard Squad-ის განცხადების, რომ "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" კიბერთავდასხმა განხორციელა, "ფეისბუქის" ადმინისტრაცია, რომელიც "ინსტაგრამის" მფლობელიც გახლავთ, არ აკონკრეტებს, თუ რამ გამოიწვია სოციალური ქსელების გათიშვა.

დღეს დილით "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო აშშ-ში, აზიაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.