რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირშიც არ არის თანხმობა და ერთიანობა იმაზე, უნდა შეუწყვიტონ თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. იქ არის ბევრი სახელმწიფო, რომელიც სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მახაშვილი მიიჩნევს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია და ვიზალიბერალიზაციის საკითხი არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვთ.
„ვამბობდით, რაც უფრო მეტად მოახლოვდებოდა მუნიციპალური არჩევნები, ეს იქნებოდა ერთადერთი საკითხი, [ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა] რადიკალურ ოპოზიციასა და მათი საერთაშორისო პატრონების ხელში, რომ ამით მოეხდინათ საქართველოს მოსახლეობის შანტაჟი და მანიპულირება. ვიცით, რომ შემდგომი სამი წლის განმავლობაში არჩევნები არცერთ დონეზე აღარ იქნება და ეს არის საბოლოო გასროლა, რაც შეიძლება გააკეთონ და ამ საკითხით მანიპულირება მოახდინონ.
რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირშიც არ არის თანხმობა და ერთიანობა იმაზე, უნდა შეუწყვიტონ თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. იქ არის ბევრი სახელმწიფო, რომელიც სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას. ამიტომ ის დემონსტრაციები, რასაც აანონსებენ [ოპოზიცია] ერთადერთ მიზანს ემსახურება - იქნებ ემოციების ფონზე რაღაც შეცდომა დაუშვას სახელმწიფომ და ამით კიდევ ერთხელ განუცხადონ თავიანთ პატრონებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს დასჯას უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით.
არაფერი წმინდა არ დატოვეს, დასანანია, რომ ქვეყანაში არ არის საკითხი, სადაც შეიძლება ერთიანობა არსებობდეს. პირიქით, თუკი რამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს, ცდილობენ იმის გამოყენებას და საზოგადოების გაყოფას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას გეგმავს.