აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი სამხედრო მონაწილეობას აძლიერებს

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთი სამხედრო მონაწილეობას აძლიერებს

უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით,  რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში და მის მიმდებარე რაიონებში  სამხედრო დასწრებას ზრდის.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა ეს ნაბიჯი აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგების შემდეგ გადადგა.

ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ქალაქ კრასნოდონში კი 60-ზე მეტი ტანკის, 50-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორისა და 100-მდე ჯავშანმანქანის გადაადგილება დაფიქსირდა.

როგორც ბრიფინგზე უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსპიკერმა განაცხადა, ქალაქ გორლოვკაში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ბოევიკების" რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებით ჩანაცვლება ხდება, შახტერსკისა და ტორეზის რაიონში კი რუსეთის შეიარღებული ძალების 100-მდე ტანკი იმყოფება.