ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინის გამოფენასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინის გამოფენასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე,წ საგარეო უწყება , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აფხაზეთი ბერლინში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით მონაწილეობას არ იღებს. . როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული, ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში, სოფლის მეურნეობის გამოფენაში როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გერმანული მხარის თანხმობით მონაწილეობდა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება განსაკუთრებული პროპაგანდის ხასიათს ატარებს და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ აღნიშნული განცხადება პროპაგანდისტულია და რეალობას ეწინააღმდეგება. რესპულიკა აფხაზეთი ბერლინში გამართულ გამოფენაზე გერმანული მხარის თანხმობით არის წარმოდგენილი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისა და ხელოვნური ბარიერების შექმნის მცდელობა უსაფუძვლოა. რესპუბლიკა აფხაზეთი - შემდგარი სახელმწიფოა და საქართველოს წინააღმდეგობის მიუხედავად, საერთაშორისო პოზიციებს მაინც გააძლიერებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი პოლიტიკური რეალობის აღქმის საღი აზრი და შეფასება გაჩნდება. 21-ე საუკუნეში ხალხებს შორის ახალი "ბერლინის კედელის" აშენება არაკეთილსინდისიერი და უიმედოა", - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენაზე აფხაზეთის მონაწილეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში მას მონაწილეობა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით არ მიუღია.