„მოსამართლემ თავისი ინიციატივით გადაუკვალიფიცირა რევაზ კარალიძეს სისხლის სამართლის საქმე“

„მოსამართლემ თავისი ინიციატივით გადაუკვალიფიცირა რევაზ კარალიძეს სისხლის სამართლის საქმე“

"ნაციონალური მოძრაობა" ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რევაზ კარალიძის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აკეთებს. პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი თემაზე მიხეილ მაჭავარინმა ჩაატარა. მისი ინფორმაციით რევაზ კარალიძის საქმის ბოლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თავისი ინიციატივით კარალიძეს სისხლის სამართლის საქმე გადაუკვალიფიცირა. მაჭავარიანმა პრესკონფერენცია ბონდო თედორაძესთან ერთად გამართა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის საკრებულოს წევრია.

"2013 წლის 20 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე, რევაზ კარალიძე ანტიკორუფციული სააგენტოს ცენტრალურმა დეპარტამენტმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, 238 მუხლის მესამე ნაწილი.

2013 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კარალიძე 15000 ლარი გირაოს შეფარდების სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. მან გლდანის საპყრობილე 23 ივლისს დატოვა.

2013 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სადაც პროკურატურამ გაასაჩივრა კარალიძის გირაოს სახით გათავისუფლება და მოითხოვა მისი დაპატიმრება, სასამართლომ დააკმაყოფილა და მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება პატიმრობის მოტივს, სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო პროკურატურის მიერ წინასწარ მომზადებული და დადგმული სპექტაკლი, როცა მოდულის შენობაში დაბარებულ კარალიძეს ბრალდების მთავარი მოწმე რუსლან ცეცხლაძე დაახვედრეს, რაც წინასწარ მომზადებულმა ჯგუფმა გადაიღო ვიდეოფირზე და კარალიძეს მოწმეზე ზეწოლად ჩაუთვალეს.

2013 წლის 11 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ კარალიძეს ისევ გირაო შეუფარდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა, ამის შემდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდა თითქმის ორი წელი, რაც იმის მიმანიშნებელია , რომ კარალიძეს ქრთამის აღებასა და მოთხოვნას პროკურატურა ვერ უმტიკიცებდა.

2015 წლის 20 იანვარს , რა დროსაც გაიმართა კარალიძის საქმის ბოლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თავისი ინიციატივით გადაუკვალიფიცირა კარალიძეს სისხლის სამართლის საქმე და მას შეუფარდა 339 მუხლის მეორე ნაწილი, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს",-განაცახდა მიხეილ მაჭავარიანმა